ტეხასის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცმა სამი პირი დახოცა და თავი მოიკლა

ტეხასში, ფორტ ჰუდში მდებარე სამხედრო ბაზაზე ერთმა ჯარისკაცმა დახოცა სამი პირი და შემდეგ თავი მოიკლა. ფორდ ჰუდის ბაზაზე მომსახურე გენერალ-ლეიტენანტმა მარკ მაილიმ ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სროლის დროს დაიჭრა 16 პირი და რომ ინციდენტი 15-20 წუთს გრძელდებოდა. მაილის თანახმად, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ეს ინციდენტი ტერორიზმს უკავშირდება. თავდამსხმელი იყო ერაყში ნამსახურები ჯარისკაცი, რომელსაც დასმული ჰქონდა პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობის დიაგნოზი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „გულმოკლულია“ ამ თავდასხმის გამო და ინციდენტის სრულად გამოძიების დაპირება დადო. ტეხასის სამხედრო ბაზაზე 2009 წელსაც მოხდა ინციდენტი - სროლის დროს 13 ჯარისკაცი დაიხოცა და 32 დაიჭრა. ინციდენტში ბრალდებულ მაიორ ნიდალ ჰასანს გასულ წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მან განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროებისგან თალიბანის მეამბოხეების დაცვა სურდა.