მოლდავეთის მოქალაქეები 28 აპრილიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ

ევროპარლამენტმა ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება მოლდავეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. 28 აპრილიდან მოლდავეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, აღარ დასჭირდებათ იმ ქვეყნებში შესასვლელად ვიზა, რომლებიც ევროპის ზონაში შედიან. შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა. შინაგან საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალსტრომმა, რომელიც დოკუმენტზე ხელმოწერას ესწრებოდა, განაცხადა, რომ „ეს არის დიდი მიღწევა, რომელიც მოლდავეთის და ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი თავის დაწყებას ნიშნავს“. მოლდავეთისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ პირველად ვილნიუსის სამიტზე გამოცხადდა, როცა კიშინიოვმა პარაფირება გაუკეთა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. წლის ბოლოს მოლდავეთი ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას.