უკრაინა გაზის მიღებას მეზობლებისგან ცდილობს

უკრაინის პრემირ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა „საგანგებო“ მოლაპარაკებებს მართავს მეზობელ ქვეყნებთან, რათა მათ გაზი მიაწოდონ უკრაინას მას მერე, რაც რუსეთმა ბუნებრივი აირი გაუძვირა კიევს. მოსკოვის ეს ქმედება იაცენიუკმა დაგმო და თქვა, რომ უკრაინა რუსეთმა პოლიტიკურად დასაჯა, პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაყენების გამო.