აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შესაძლოა, მომავალ კვირაში გაიმართოს

საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის მოსამზადებლად მოლაპარაკების გამართვა დღის წესრიგში არ დგას - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრას, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას კვლავ ფორმატით გათვალისწინებული სავაჭრო-ჰუმანიტარული საკითხები განიხილება. აბაშიძის და კარასინის შეხვედრა შესაძლოა, მომავალ კვირაში გაიმართოს.