პუტინი ევროპელ ლიდერებს აფრთხილებს უკრაინის ვალის გამო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროპის 18 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მათ აფრთხილებს, რომ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს უკრაინას, თუ კიევი არ გადაიხდის რუსეთის გაზის ვალს - 2,2 მილიარდ დოლარს. კრემლის განცხადებით, პუტინმა ევროპელ ლიდერებს მიწერა, რომ თუ კიევი ვალს ვერ გაისტუმრებს, კომპანია „გაზპრომი“ „სრულად, ან ნაწილობრივ შეწყვეტს“ უკრაინაში გაზის ექსპორტს. პუტინი ამ წერილში გამოთქვამს აგრეთვე შეშფოთებას უკრაინის მიერ მილსადენებიდან ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მოპარვის გამო. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის ევროკავშირთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ძალისხმევაში უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად.