ვაშინგტონმა ყირიმის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერებს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს განცხადებით ვაშინგტონი სანქციებს უწესებს ყირიმის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერებსა და ყირიმში მდებარე გაზის კომპანია „ჩერნომორნეფტგაზის“ ხელმძღვანელებს, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო. როგორც 11 აპრილის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის მესამე რაუნდი აშშ-ის მიერ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სანქციებისა და, ამასთან, იგი წინ უსწრებს 17 აპრილს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომელშიც აშშ-ის, რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას.