სასამართლომ 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა როლანდ ახალიას

სასამართლომ 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა საქართველოს პარლამენტის წევრს როლანდ ახალიას. ადვოკატ რომეო საჯაიას ინფორმაციით, პროკურატურა 50 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქართველოს პროკურატურამ როლანდ ახალაიას გასულ კვირაში წარუდგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორად მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება.