სლავიანსკში გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, სლავიანსკის სამხრეთით უკრაინის სამხედროებმა აიღეს სეპარატისტების ბლოკ-საგუშაგო. ვიაჩესლავ პონომარიოვმა, სლავიანსკის თვითგამოცხადებულმა მერმა განაცხადა, რომ უკრაინის სამთავრობო ძალების ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. პონომარიოვის თანახმად, ერთი პილოტი მოკლულია, მეორე კი მძევლად აიყვანეს.