ავღანეთის ხელისუფლება მეწყერის შედეგად 300 კაცის დაღუპვას ადასტურებს

ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიური უბედურების შედეგად 2 მაისს 300 კაცი დაიღუპა. რაც შეეხება მანამდე გავრცელებული ციფრი 2500, როგორც ბადახშანის გუბერნატორმა შაჰ ვალიულა ადიბიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, ზოგიერთი სააგენტოს ინფორმაცია „ადგილობრივი მოქალაქეების ნაამბობს ეყრდნობოდა.“ 2 მაისს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციის სოფელ ჰობო ბარიკში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი 10 მეტრის სიმაღლის ტალახისა და მიწის გროვაში ჩამარხა.