ავღანეთში აფეთქებამ, სულ ცოტა, ორი პოლიციელი შეიწირა

ავღანეთში, სულ ცოტა, ორი პოლიციელი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ინციდენტი 6 მაისს მოხდა დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში. პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ თალიბი ექსტრემისტები ხშირად აწყობენ თავდასხმებს ავღანეთის უშიშროების ძალების წევრებსა და უცხოელ ჯარისკაცებზე.