ასპარეზობენ პარაოლიმპიელი ტყვიის მსროლელები

Your browser doesn’t support HTML5

7 მაისს საქართველოს ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა პირველად ჩაატარა ქვეყნის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. სხვა სპორტსმენებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღო სამსახურის შედეგად დაზარალებულმა თვრამეტმა სამხედრო მოსამსახურემ. შაშხანითა და პისტოლეტით სროლაში გამარჯვებული სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს პარაოლიმპიურ ჩემპიონატში. პისტოლეტით სროლაში ოქროს მედალი მოიპოვა ახმეტ საფაროვმა, ვერცხლისა თემურ ჩხენკელმა, ხოლო ბრინჯაოსი - მურთაზ ოსეფაიშვილმა; შაშხანით სროლაში გაიმარჯვა ლადო ჭინჭარაულმა, მეორე და მესამე ადგილები ერგოთ, შესაბამისად, მურთაზ ოსეფაიშვილსა და მალხაზ შეყელაშვილს.