ეუთოს გეგმა არ ითვალისწინებს უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უკრაინაში ვითარების მოგვარების ეუთოს მიერ შედგენილი „გზამკვლევის“ შესახებ განაცხადა, რომ ის არ შეიცავს ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტის რეკომენდაციას. საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი პერებიინისმა 8 მაისს „მე-5 არხის“ ეთერში შეკითხვას - არის, თუ არა „სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ის, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ანტიტერორისტული ოპერაცია, უპასუხა - „ასეთი რამ იქ არ არის“. ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მანამდე უკრაინამ ეუთოს გადასცა თავისი „გზამკვლევი“, თავისი ხედვა.