ბაღდადში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეიწირა

ბაღდადში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად. აფეთქებები მოეწყო უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ უბნებში. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.