გერმანული ბრენდების გამოფენა

Your browser doesn’t support HTML5

21 მაისს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება და სამშენებლო ბაზრობა „კავკასუსბილდი“ ერთობლივ გამოფენას აწყობენ. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდისა და ფირმის, ასევე ინდივიდუალური მეწარმეების პროდუქცია. გამოფენა ტარდება ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის კონტაქტების დასამყარებლად და ასევე უკვე არსებული კონტაქტების განსამტკიცებლად.