ვოიცეხ იარუზელსკის აღზევება და დაცემა

ვარშავა, 2004 წლის აპრილი. იარუზელსკი აღნიშნავს „პოლონეთის მრგვალი მაგიდის შეთანხმების“ მე-15 წლისთავს. ამ შეთანხმებამ გზა გაუხსნა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

გენერალ იარუზელსკის 1968 წელს გადაღებული სურათი. ეს ის დროა, როცა მეზობელ ჩეხოსლოვაკიაში, „პრაღის გახაფხულის“ სახელით ცნობილი, ლიბერალიზაციისკენ მიმართული მოვლენების საპასუხოდ, ქვეყანაში შეიჭრნენ ვარშავის ხელშეკრულების (მათ შორის, პოლონეთის) შეიარაღებული ძალები.

ამ დაუთარიღებელ სურათზე ვოიცეხ იარუზელსკი (მარცხნივ) ესაუბრება სოფელ კროლევოელ გლეხს, კშიშტო ზოლტასკის.

1981 წლის 13 დეკემბერი. იარუზელსკი აცხადებს საომარ მდგომარეობას და ამის მიზეზად ასახელებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელშიც, მისივე მტკიცებით, „სოლიდარობის“ ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

პარიზი, 1985 წლის დეკემბერი. იარუზელსკი ოფიციალური ვიზიტით ეწვია პარიზს და მოითხოვა შეხვედრა პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან. მიტერანი პოლონეთის ლიდერს მძაფრად აკრიტიკებდა საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის.

ვარშავა, 1989 წლის 4 ივლისი. იარუზელსკი, მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა და მისი მრჩეველი ბრონისლავ გერემეკი (წინა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ) ტაშით მიესალმებიან ბოლო 50 წლის განმავლობაში პოლონეთის პარლამენტის, დიეტის პირველ სხდომას. 

ვარშავა, 1995 წლის 26 აპრილი. პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერები ვოიცეხ იარუზელსკი (მარცხნივ) და მიხაილ გორბაჩოვი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების შეხვედრაზე. 

ვარშავა, 2001 წლის მაისი. იარუზელსკი (შუაში) ელოდება სასამართლო განაჩენს 1970 წელს გაცემული ბრძანებისთვის, იარაღი ეხმარათ მუშათა მიტინგის დასარბევად. 

ვარშავა, 2011 წლის სექტემბერი. მოძრაობა „სოლიდარობის“ ყოფილმა ლიდერმა ლეხ ვალენსა საავადმყოფოში მოინახულა თავისი ყოფილი მოსისხლე მტერი, ვოიცეხ იარუზელსკი.