პუტინი და ოლანდი უკრაინის თაობაზე გამართავენ მოლაპარაკებებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირის, იური უშაკოვის თქმით, პუტინი უკრაინის კრიზისის შესახებ გამართავს მოლაპარაკებებს 5 ივნისს, როცა ის პარიზში შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. პუტინისა და ოლანდის შეხვედრა გაიმართება მეორე მსოფლიო ომის მოვლენებთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონიის წინ.