ერაყში ტერაქტების სერიას 60 კაცი ემსხვერპლა

ერაყის მასშტაბით მომხდარ ტერაქტს განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 60 პირი ემსხვერპლა. ამ ინცინდენტის ჩათვლით 4000-ს გადააჭარბა მიმდინარე წელს ძალადობის შედეგად ერაყში დაღუპულთა რიცხვმა. რამდენიმე თავდასხმა 28 მაისს ერთბაშად განხორციელდა. მათ შორის ყველაზე სასტიკი იყო ტერაქტი შიიტებით დასახლებულ ბაღდადის კადიმიას რაიონში, სადაც დანაღმულ ველოსიპედზე მჯდარმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი და დახოცა 16 კაცი. მეორე მასშტაბური თავდასხმა მოხდა ქალაქ მოსულში, იქ დანაღმული ავტომანქანების აფეთქებას 21 კაცი შეეწირა. პასუხისმგებლობა თავდასხმებზე ჯერჯერობით არავის აუღია.