ევროკავშირი არ ცნობს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს

ევროკავშირი არ ცნობს იმ საკანონმდებლო და კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლითაა აღიარებული.