საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას შემთხვევაში აღმოჩენილ უზუსტობას მექანიკური შეცდომით ხსნის. ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე. კერძოდ, თბილისის ორ საარჩევნო უბანზე სამნიშნა რიცხვები ოქმებში ორნიშნადაა მითითებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, ერთ შემთხვევაში წინ 1-იანის დაკლება ოპერატორის მექანიკური შეცდომაა, მეორე მსგავს შემთხვევაში კი სისტემაში არ იყო შეყვანილი შესწორების ოქმი, სადაც 1-იანი უკვე აღდგენილი იყო. თამარ ჟვანიამ არ გამოირიცხა, რომ მექანიკური შეცდომები სხვა კანდიდატების შემთხვევაშიც არსებობს, ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ოქმს ამოწმებს და საბოლოო მონაცემებში არცერთი ასეთი შეცდომა არ იქნება.