პოლიციის ფორმაში გადაცმულმა პირებმა ავღანეთში სამი კაცი მოკლეს

სამი კაცი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა პოლიციის ფორმაში გადაცმული შეიარაღებული პირების მიერ მოწყობილ თავდასხმაში ავღანეთის ბალხის პროვინციაში. იერიში განხორციელდა იმ დროს, როდესაც პაკტიის პროვინციის გუბერნატორი ჯომა ხან ჰამდარდი ესკორტის თანხლებით მაზარი შარიფიდან ქაბულისაკენ მიეშურებოდა. სროლის შედეგად, რომელიც ერთ საათს გრძელდებოდა, გუბერნატორის დაცვის სამი წევრი დაიღუპა. თალიბებმა კი აღმოსავლეთ ავღანეთში ერთი ბავშვი მოკლეს და სამი დაჭრეს ოჯახში, რომელსაც მეამბოხეებმა რაკეტები დაუშინეს.