მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების მიერ განცდილი მარცხის შემდეგ პოსტები დატოვეს იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემ. იტალიის ნაკრები გუშინ ურუგვაისთან 0:1 დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა. პრანდელი იტალიის ნაკრებს 2010 წლიდან წვრთნიდა. ჩემპიონატის დაწყებამდე მწვრთნელმა განაცხადა, რომ მან ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა.