„კოსტა კონკორდიას“ უტილიზაცია დასრულდება აგვისტოს შუა რიცხვებში

2012 წელს იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან ჩაძირული სამგზავრო ლაინერის „კოსტა კონკორდიას“ უტილიზაცია აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. „თუკი მინისტრთა საბჭოსა და მონიტორინგის მისიისგან მივიღებთ თანხმობას, 20 ივლისიდან ჩვენ დავიწყებთ კოსტა კონკორდიას გადაადგილებას. ხომალდი რაც შეიძლება მალე უნდა გადავაადგილოთ უტილიზაციისთვის“, - განაცხადა იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფრანკო გაბრიელიმ. სამგზავრო ლაინერი „კოსტა კონკორდია“, რომელშიც 4200-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, 13 იანვარს იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მეჩეჩზე დაჯდა და გადატრიალდა. ხომალდის დაღუპვას 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.