პანამის ახლადარჩეული პრეზიდენტი კრიმინალებს ერთთვიან ამნისტიას დაპირდა

პანამის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ ქვეყენაში მოქმედ „200-ზე მეტ კრიმინალურ ბანდას“ 1 აგვისტომდე ამნისტიას დაპირდა. ინაუგურაციიდან მცირე ხნის შემდეგ პრეზიდენტმა დაჯგუფებებს ერთი თვე მისცა იარაღის დასაყრელად და მოუწოდა მათ წევრებს „გაწყვიტონ კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან და შეუერთდნენ სამოქალაქო ცხოვრებას“. ვარელას მთავარი საარჩევნო დაპირება პანამაში კორუფციასთნ ბრძოლაა.