ბაჩო ახალაიას წაუყენეს ბრალდება სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდება წარუდგინა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას. საქმე ეხება ბრალდებას წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. პატიმრობაში მყოფმა ბაჩო ახალაიამ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომლითაც უარყოფს მისთვის წაყენებულ ამ ბრალდებასაც.