მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე დღეს მეოთხედფინალური მატჩებია

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე დღეს ორი მეოთხედფინალური მატჩია. ჯერ, თბილისის დროით, 20 საათზე გერმანიის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს. მოგვიანებით კი მასპინძელი, ბრაზილიის გუნდი ასევე სამხრეთ ამერიკის ქვეყნის, კოლუმბიის ფეხბურთელებს ეთამაშება.