სასამართლომ გიგი უგლავას პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს გიგი უგულავას დაახლოებით ერთი საათის წინ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსს ბრალდება 4 ივლისის დილით 2 საქმეზე წარედგინა. ესენია: მარნეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.