ჩინეთში მომხდარ ავტოავარიას რვა მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთში, ჰუნანის მაღალმთიან პროვინციაში, წყალსატევში გადავარდა მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ყველა მგზავრი, მათ შორის რვა ბავშვი, ორი აღმზრდელი და მძღოლი. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გზის იმ სახიფათო მონაკვეთზე, სადაც მიკროავტუბუსი გადავარდა, არავითარი დამცავი ბარიერი არ არის მოწყობილი. ცნობილი გახდა ისიც, რომ მიკროავტობუსი მხოლოდ შვიდ მგზავრზე იყო გათვლილი.