აღმოსავლეთ უკრაინაში ოთხი სამხედრო და ხუთი მაღაროელი დაიღუპა

სულ მცირე ოთხი უკრაინელი სამხედრო და ხუთი მაღაროელი დაიღუპა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც გრძელდება შეიარღებული დაპირისპირება სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის. მაღაროელები იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც ავტობუსს, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ჭურვი მოხდა. სამხედროები კი, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდნენ. კიევი თავის მხრივ ათობით მეამბოხის განადგურებაზე იუწყება. უკრაინაში შექმნილი კრიზისზე 10 ივლისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარში საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა იმსჯელეს.