აშშ ყატარს მიჰყიდის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და საბრძოლო ვერტმფრენებს

<p>შეერთებული შტატები ყატარს მიჰყიდის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს &bdquo;პატრიოტსა&ldquo; და საბრძლო ვერტმფრენებს &bdquo;აპაჩს&ldquo;, რომელთა საერთო ღორებულებაც 11 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. აღნიშნულ შეთანხმებას ვაშინგტონში ორშაბათს მოაწერეს ხელი&nbsp; აშშ-ისა და ყატარის თავდაცვის მინისტრებმა. &quot;როიტერსის&quot; ინფორმაციით, ეს არის ამ წელს ყველაზე დიდი შეთანხმება იარაღის გაყიდვის თაობაზე, რომელიც აშშ-მა გააფორმა. ყატარი არის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე სპარსეთის ყურის რეგიონში. ყატარის ტერიტორიაზეა განთავსებული აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო პუნქტი.</p>