ბაზრის მოვაჭრეები გარე ვაჭრობის წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, მეტროს სადგურ „სამგორთან“, პოლიციამ სცადა, აღეკვეთა გარე ვაჭრობა, რასაც მოვაჭრეთა სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდა. ცოტა ხნით ადრე, გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, საავტომობილო გზა გადაკეტეს ნავთლუღისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი ბაზრების მოვაჭრეებმა. მათი თქმით, გარე ვაჭრობის გამო მყიდველი ბაზარში აღარ შედის და პროდუქტი აღარ იყიდება.