თბილისში იმყოფება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სამუშაო ვიზიტს იწყებს საქართველოში. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი და ვიცე-პრეზიდენტები დანიელ ბაკელენი და კარლ ლამერსი, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. ნატოს საპარლამენტო დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმომადგენლებსაც შეხვდება.