მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამხედრო დანაშაული

აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, რასაც 298 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, შეიძლება შეფასდეს, როგორც სამხედრო დანაშაული - განაცხადა ორშაბათს გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ნავი პილაიმ. მან გამოთქვა მოწოდება, გულდასმით გამოიძიონ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, როცა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზე „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებით ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი.