სომხეთი შეტაკებებში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა აზერბაიჯანს დასდო ბრალი მთიან ყარაბაღთან ბოლო დროს მომხდარ შეტაკებებში. არწრუნ ჰოვანესიანმა 1 აგვისტოს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სროლების შედეგად დაიღუპა გაცილებით მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, ვიდრე ამას ბაქო აღიარებს. ჰოვანესიანმა უარყო აზერბაიჯანის ბრალდება, თითქოს სომხეთის „საბოტაჟის ჯგუფები“ ცდილობდნენ ღამით აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთას.