10 ადამიანი ემსხვერპლა ინდურ ტაძარში მომხდარ ჭყლეტას

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში, შტატ მადჰია პრადეშში, ტაძარში მომხდარი ჭყლეტისას. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჭყლეტა ტაძრის გარშემო ორშაბათს გამთენიისას წარმოიქმნა, როცა იქ უკვე შეკრებილი იყო რამდენიმე ათასი მლოცველი. გასული წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ ინდურ ტაძართან მომხდარ ჭყლეტაში 115 ადამიანი დაიღუპა.