საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მოიპოვა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო თამაშში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 71-59 დაამარცხა და შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი უკრაინაში გაიმართება.