სეპარატისტებმა უკრაინის ქალაქი ნოვოაზოვსკი დაიკავეს

უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ტვიტერის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სასაზღვრო ქალაქ ნოვოაზოსკის დაკავებას. მანამდე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკის თანხლებით ქალაქში შევიდნენ პრორუსულად განწყობილი მებრძოლები.