ერაყის ჯარმა და მისმა მხარდამჭერებმა გაარღვიეს ჯიჰადისტების ალყა ამირლისთან

ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, არმიის შენაერთები შიიტი შეიარაღებული პირების და ქურთი მებრძოლების მხარდაჭერით შეიჭრნენ ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ამირლიში, რომელსაც ორ თვეზე მეტი ხანი ერტყა ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ალყა. ადგილობრივი ოფიციალური პირების და ოფიცრების ცნობით, 30 აგვისტოს დაწყებული ოპერაციის მონაწილეებმა 31 აგვისტოს გაარღვიეს ჯიჰადისტების ალყა. ივნისიდან მოყოლებული, ამირლიში ათასობით ადამიანი იყო ალყაშემორტყმული. აშშ-მა 30 აგვისტოს გამოაცხადა, რომ სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა ამირლისთან და ჰაერიდან მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება ქალაქის მოსახლეობას.