პაკისტანში მეჩეთის ჩამონგრევას ემსხვერპლა 24 ადამიანი

პაკისტანში მეჩეთის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ქალაქ ლაჰორის ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულია სულ ცოტა 24 ადამიანი. ინციდენტი 9 სექტემბერს, შუადღის ლოცვისას მოხდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მეჩეთის ჩამონგრევის მიზეზი მუსონური წვიმების შედეგად შენობის სტრუქტურის დასუსტება იყო. ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის დროს მეჩეთში დაახლოებით 30 ადამიანი იყო.