ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

15 სექტემბერს, ღამით, ხანძარი გაუჩნდა თბილისში, წინამძღვრიშვილის 198-ში მდებარე ბაზრობას. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ცეცხლი 2500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო 20-ზე მეტი სახანძრო მანქანა. მსხვერპლი არ არის. დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთა დიდ ნაწილს საქმის წარმოებისთვის ბანკიდან სესხი აქვს გამოტანილი, სახელმწიფოსგან თანადგომას ითხოვენ. მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის მიზეზის დასადგენად. დაზარალებულთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბაზრობა ჯერ გაძარცვეს და შემდეგ მას, კვალის გაქრობის მიზნით, ცეცხლი წაუკიდეს. ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს დახმარებასა და ახალი დახლების მოწყობას ჰპირდება.