საქართველო არ ცნობს ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს

საქართველო არ ცნობს ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის სუბიექტებთან ერთად 14 სექტემბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის გმობს ყირიმის ანექსიას და არ აღიარებს უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშად დარღვევით ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. სამინისტროს განცხადებითვე, საქართველო კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საღვრებში.