ალჟირში ექსტრემისტმა თავი მოჰკვეთეს ფრანგ მძევალს

ალჟირელი ისლამისტების ჯგუფმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩანს ფრანგი ტურისტისთვის თავის მოკვეთა. 55 წლის ერვ გურდელი 21 სექტემბერს შეიპყრეს ალჟირში. ჯგუფ „ჯუნდ ალ-ხალიფას“ საფრანგეთისათვის მიცემული ჰქონდა 24-საათიანი ვადა, ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების შესაჩერებლად. პარიზმა უარყო ულტიმატუმი. საფრანგეთმა გასულ კვირაში განახორციელა პირველი დარტყმები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. აგვისტოდან მოყოლებული, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა თავი მოჰკვეთეს სამ ადამიანს - ორ ამერიკელ ჟურნალისტსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის ერთ ბრიტანელ თანამშრომელს. მათი მკვლელობა ექსტრემისტებმა ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტში გამოაქვეყნეს.