"თავისუფალი ზონის" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს მათ ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ისინი "თავისუფალი ზონის" ოფისთან "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის გამო შეიკრიბნენ, რა დროსაც მათ "თავისუფალი ზონის" წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "თავისუფალი ზონის" წევრები კი ამბობენ, რომ "თავისუფალი თაობის" 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა და ამას მოჰყვა დაპირისპირება. ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ჩხუბის დროს ჩაიმსხვრა მინები, რაშიც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.