ქაბულში აფეთქებას ემსხვერპლა სამი ადამიანი

ქაბულში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ აფეთქებას ემსხვერპლა სამი ადამიანი, დაიჭრა ათი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის სამიზნე იყო ავღანეთის არმიის ავტობუსი. მსგავსი თავდასხმები ქაბულში 1 ოქტომბერსაც მოხდა. მოკლეს 7 ადამიანი, დაიჭრა 21. ეს თავდასხმები მოჰყვა ავღანეთის მიერ ნატოსა და აშშ-თან უსაფრთხოების შეთანხმებების გაფორმებას.