ორ მილიონამდე მუსლიმია შეკრებილი ჰაჯში მონაწილეობასთან დაკავშირებით

საუდის არაბეთში ორ მილიონამდე მუსლიმია შეკრებილი ყოველწლიურ რეგლიგიურ დღესასწაულში - ჰაჯში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მექასთან აღმართული კარვების ქალაქიდან მომლოცველები 2 ოქტომბერს ჩადიან, დაახლოებით, ხუთ კილომეტრში მდებარე მინაში, სადაც მთელ ღამეს ლოცვაში გაატარებენ. ცნობების თანახმად, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ტერორიზმის საფრთხის გამო, მიმდინარე წელს ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერებასთან დაკავშირებით.