ვინ ეხმარება ქართველ მიგრანტებს

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ ჰყავდეს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ნათესავი ან ნაცნობი. ეს ადამიანები წლების განმავლობაში საკუთარი რისკის, მძიმე შრომის ფასად ეხმარებიან საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს. რა შესაძლო საფრთხეები ელით საზღვარგარეთ სამსახურის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს? რა დახმარებას იღებენ თავად მიგრანტები საქართველოს ხელისუფლებისგან, სამოქალაქო სექტორისგან? - ამ თემაზე მზია ფარესიშვილთან სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების ხელმძღვანელი ნანა ნაზაროვა საუბრობენ.