პრეზიდენტმა პოროშენკომ დონეცკის რეგიონის გუბერნატორი გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თანამდებობიდან გაანთავისუფლა ქვეყნის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონის გუბერნატორი, კიევის მომხრე სერგეი ტარუტა. პოროშენკომ ეს საკადრო გადაწყვეტილება დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკში მისი სტუმრობის დროს გამოაცხადა. მის ნაცვლად კი უკრაინის პრეზიდენტმა ალექსანდ კითჩენკო დანიშნა. უკრაინული მედიის თანახმად, ტარუტას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა მისალოცი, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტს დაბადების 62-ე წლისთავთან დაკავშრებით გაუგზავნა.