ჰონგ-კონგში პოლიციამ ბარიკადების აღება დაიწყო

ჰონგ-კონგის პოლიციამ დღეს მომიტინგეების მიერ ქუჩებში აღმართული ბარიკადების ნაწილის აღება დაიწყო. პოლიციის განცხადებით, ისინი არ ცდილობენ ხელი შეუშალონ საპროტესტო აქციას, რომელიც ჰონგ-კონგის ცენტრალურ უბანში გრძელდება, არამედ გზის გასუფთავება სურთ მანქანებისათვის.