კახა კახიშვილს დღეს ოფიციალურად წარადგენენ სამინისტროში

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს ოფიციალურად წარადგენს თავის პირველ მოადგილეს კახა კახიშვილს. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იურისტი კახა კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას - პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობდა. ის სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე შეცვლის გიგა გიორგაძეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.