რიჩარდ ნორლანდმა დიასპორის შესახებ ილაპარაკა

„მრავალი ქართველი, რომელიც საქართველოდან გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან სხვა ქვეყნებში, ახლა ცდილობს თავის სამშობლოს დაუბრუნდეს და მის განვითარებაში წვლილი შეიტანოს”, - განაცხადა თბილისში, დიასპორის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოს ეკონომიკის ზრდას და მდგრადობას.