პაკისტანის თალიბანი გაიხლიჩა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დამოკიდებულების საფუძველზე

პაკისტანის თალიბანის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ერთგულია ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოსი“. ამავე დროს, მისი თქმით, იგივე პოზიციაზე დგას თაჰრიკ-ე-თალიბანის კიდევ ხუთი მეთაური. პრესმდივან შაჰიდულა შაჰიდის მიერ 14 ოქტომბერს გაკეთებული ეს განცხადება მოასწავებს უთანხმოებას სამ ძირითად ფრაქციას შორის, რომლებიც თაჰრიკ-ე-თალიბანს შეადგენენ. პაკისტანის თალიბანის ლიდერი, მულა ფაზულა მანამდე გაემიჯნა შაჰიდის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თაჰრიკ-ე-თალიბანის მებრძოლები „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს უნდა შეუერთდნენ სირიასა და ერაყში.